მსოფლიო
იაპონიაში ძლიერ მიწისძვრის შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 60–მდე გაიზარდა. 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი ნაგანოს პროვინცია იყო. სტიქიის შედეგად ჰაკუბას დასახლებაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ყველა ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანილი რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ძლიერი მიწისძვრის მიუხედავად, იაპონიის სანაპირო რეგიონებში ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა.
Print