მსოფლიო
მეცნიერები: ებოლის ვაქცინის პირველი ტესტები დამაიმედებლია
პაციენტებზე ებოლის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდამ უჩვენა, რომ ის უსაფრთხოა და მას შეუძლია ადამიანის უმუნურ სისტემას ვირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს. ვაქცინა, რომელიც ბრიტანულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა GlaxoSmithKline (GSK) შეიმუშავა, აშშ-ში 20 მოხალისეს შეუყვანეს. ამერიკელმა მეცნიერებმა,რომლებიც კვლევაში მონაწილეობენ, მიღებულ შედეგებს „დამაიმედებელი“ უწოდეს. ვაქცინაციის მონაწილეთაგან არც ერთს არ მიუღია სერიოზული გვერდითი ეფექტები და ყოველი მათგანის ორგანიზმმა ანტისხეულების გამომუშავება დაიწყო. მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს . ერთმა ჯგუფმა ვაქცინის დიდი დოზა მიიღო, მეორემ - მცირე. ანტისხეულების უფრო აქტიური გამომუშავება იმ ადამინებს აღენიშნათ, ვისაც ვაქცინის დიდი დოზა შეუყვანეს. კვლევის შედეგები სამედიცინო-მეცნიერულმა ჟურნალმა
Print