მსოფლიო
შოტლანდიას 14 მილიარდი ფუნტის გადასახადების განკარგვის უფლებას აძლევენ
შოტლანდია, დაახლოებით 14 მლრდ ფუნტის მოცულობის გადასახადების და სოციალური გადახდების განკარგვის უფლებას იღებს. ამგვარად ასრულებს ლონდონი თავის დაპირებას, რომელიც უფლებამოსილებების დელეგირების თაობაზე მისცა ედინგურგს, სანამ იქ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდებოდა. “შოტლანდიის პარლამენტი აპირებს დიდი პასუხისმგებლობა აიღოს ამ ფულის ხარჯვაზე, მაგრამ, ამასთან ერთად, მან ყურადღება უნდა მიაქციოს დაბეგვრის დონის და ამ ფულის ხარჯვის შესაბამისობას. და ეს ჩემი აზრით, ძალიან კარგია“, -განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა. ეს ცვლილებები ძალაში შევა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანუ მომავალი წლის მაისში. რეფერენდუმზე, რომელიც ამ წლის 18 სექტემბერს გაიმართა, მონაწილეთა 55%-მა ხმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 45%-მა ამ იდეას მხარი დაუჭირა.
Print