მსოფლიო
ევროპა გაზს კვლავ უკრაინის გავლით მიიღებს
ევროპა გაზს კვლავ უკრაინის გავლით მიიღებს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით ენერგოპროექტი „სამხრეთი ნაკადი“ შეჩერდა. პუტინის განცხადებით, რუსეთმა უკვე 4 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, თუმცა არ არსებობს ბულგარეთის მხრიდან გაზსადენის მშენებლობაზე თანხმობა, რაც პროექტის რეალიზებას აფერხებს. სამხრეთ ნაკადის პროექტის რეალიზების შემთხვევაში, ევროპას რუსეთიდან ბუნებრივი აირი უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიეღო.
Print