მსოფლიო
ბოევიკების თავდასხმა გროზნოზე: მოკლულია 10 ადამიანი
გროზნოს ცენტრში, ერთ-ერთი სკოლის შენობაში, ბოევიკების დაჯგუფება დაბლოკეს. მანამდე იქ მთელი ღამის განმავლობაში სროლები მიმდინარეობდა. ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის თქმით, ბოევიკები "ქალაქში ფართომასშტაბიან ტერაქტებს გეგმავდნენ". " ამჟამად, მათი ლიკვიდაციის ოპერაცია ტარდება", - თქვა კადიროვმა, რომელიც მანამდე 7 მოკლული ბოევიკის შესახებ გააკეთა განცხადება. გასულ ღამეს, შეიაღარებული ადამინების ჯგუფმა, სამართალდაცმავებს ცეცხლი გაუხსნა. მოკლულია სამი პოლიციელი. ჩეჩნეთის დედაქალაქში კტო (კონტრ-ტეროროსიტული ოპერაცია) ამოქმედდა.
Print