მსოფლიო
ვლადიმირ პუტინი ინდოეთშია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინდოეთშია და 11 დეკემბერს ხელს მოაწერს შეთანხმებებს ბირთვული ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე. რუსეთის პრეზიდენტი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურ სამიტზე იმსჯელებენ ორმხრივ ვაჭრობასა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. ვლადიმირ პუტინმა ინდოეთთან ურთიერთობას უწოდა „უპირატესი სტრატეგიული პარტნიორობა“ და განაცხადა, რომ ვიზიტის დღის წესრიგის უმთავრეს საკითხებს შორის არის რამდენიმე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. 2013 წელს რუსეთ-ინდოეთის ორმხრივმა ვაჭრობამ მხოლოდ 10 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუსეთი განარისხა ინდოეთის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ საფრანგეთისგან Rafale-ს მოიერიშეებისა და აშშ-სგან Apache-ს ტიპის ვერტმფრენების ყიდვის შესახებ. თავის მხრივ ინდოეთი შეაშფოთა მოსკოვის გადაწყვეტილებამ - მოეირიშე ვერტმფრენები მიეყიდა ინდოეთის მოქიშპე პაკისტანისთვის. ურთიერთობის დაძაბვის მიუხედავად, ინდოეთმა მოსკოვს მხარი დაუჭირა იმით, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
Print