მსოფლიო
ქართული ასეული აფრიკიდან დაბრუნდა
ქართული ასეული აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის სრული შემადგენლობა უკვე საქართველოშია. დღეს დილით 142 სამხედრო მოსამსახურე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა.  მათივე ინფორმაციით, სამხედროებს ალექსეევკის აეროპორტში დახვდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, ბესიკ ხატიაშვილი. მათ ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება და მისიის წარმატებით განხორციელება მიულოცეს. 22-ე ბატალიონის სამხედროებმა აფრიკული მისია, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში 6 თვის განმავლობაში შეასრულეს. ნაკრები ასეულის მთავარი ამოცანა სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მდგომარეობის სტაბილიზაცია იყო. ისინი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზეც ახორციელებდნენ პატრულირებას. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში როტაციის წესით მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.
Print