მსოფლიო
ებოლით ინფიცირების შემთხვევები მცირდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ებოლის ვირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების შემთხვევებმა 8235-ს მიაღწია, თუმცა, შემცირებულია ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. 7 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ებოლის ვირუსით ინფიცირების თითქმის ყველა - 20747 შემთხვევა დასავლეთ აფრიკის სამ ქვეყანაზე - სიერა ლეონეზე, ლიბერიასა და გვინეაზე მოდის. 4 იანვრის მონაცემებით, სიერა ლეონეში ინფიცირების ყველაზე მეტი - 9780 შემთხვევაა აღნუსხული. ორგანიზაციის ინფორმაციით, ლიბერიაში შემცირებულია ებოლით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. აგვისტოსა და სექტემბერში ლიბერიაში ყოველ კვირას 300 ახალი შემთხვევა ვლინდებოდა, გასულ კვირაში კი ინფიცირების 40 სავარაუდო შემთხვევიდან მხოლოდ 8 დადასტურდა
Print