მსოფლიო
საუდის არაბეთში აშშ-ს საელჩოს თავს დაესხნენ
საუდის არაბეთის ქ.ჯედაში განლაგებულ ამერიკის საელჩოსთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

„ბი სი სი“ - ს ინფორმაციით, ორმა პოლიციელმა, თავდამსხმელის შეჩერების მცდელობისას, სხეულის დაზიანებები მიიღო.

თავდასხმა 4 ივლისს, დილის საათებში განხორციელდა, როდესაც აშშ- ში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.

ქ. ჯედას საელჩოზე ეს უკვე მეორე თავდასხმაა, 2009 წელს განხორციელებული ტერაქტის დროს 9 ადამიანი დაიღუპა.

Print