მსოფლიო
ლიონელ მესის 2 - წლიანი პატიმრობა მიესაჯა
არგენტინელ ფეხბურთელს, "ბარსელონას" ვარსკვლავს ლიონელ მესისა და მის მამას , საგადასახადო თაღლითობისთვის 21 თვით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა აღნიშნულ სასჯელს ისინი ციხეში არ მოიხდიან.

"როიტერის" ინფრომაციით კატალონიის სასამართლომ მამა-შვილი გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო.

2 წლიანი პატიმრობის ნაცვლად ფეხბურთელს 2 მილიონი ევროს, მამამისს კი 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ესპანეთის პროკურატურა ლიონელ მესის 2007 წლიდან 2009 წლამდე დაახლოებით 4 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში ედავებოდა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის ფინანსურ საქმეებს წლების განმავლობაში მისი მამა - ხორხე ორასიო მესი მართავდა.


Print