მსოფლიო
იაპონიის იმპერატორმა ტახტზე უარის თქმა გადაწყვიტა

იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს განზრახული აქვს უახლოეს წლებში უარი თქვას ტახტზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები არ სახელდება.

„ბი ბი სი“- ს ცნობით, ამჟამად იმპერატორი 82 წლისაა და მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.

ტახტზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს უფროსი ვაჟი, 56 წლის კრონოპრინცი ნარუჰიტო დაიკავებს.

ამ დროისათვის აკიჰიტო მსოფლიოში ერთადერთი მმართველი იმპერატორია. ოფიცილურად მან ეს თანამდებობა 1990 წლის 12 ნოემბერს დაიკავა,
იმპერატორ ჰიროჰიტოს გარდაცვალების შემდეგ.

თანამედროვე იაპონიაში, ის სახელმწიფოს სიმბოლოს წარმოადგენს და ფორმალურად ასრულებს ქვეყნის მეთაურის როლს, თუმცა, მთავრობასთან
შეთანხმებით, მას შეუძლია ისეთი განცხადებების გაკეთება, რომლებსაც ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

 

Print