მსოფლიო
კალიფორნიაში ტყის ძლიერი ხანძარია

ამერიკის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესთან ახლოს, ტყის ძლიერი ხანძრის გამო რამდენიმე ასეული ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად იზრდება და ამ დროისთვის საკმაოდ დიდ ფართობს მოიცვა. ეროვნული პარკიდან 400-მდე ცხოველის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის მიზეზად კალიფორნიაში არსებული გვალვები სახელდება. ადგილზე ასობით მეხანძრე და სპეციალური ვერტმფრენები მუშაობენ.


Print