მსოფლიო
თურქეთი ევროკავშირში შესვლას 2023 წელს გეგმავს

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამ დროისათვის არ არის ევროკავშირში შესვლისთვის აუცილებელი პირობები,


თურქეთის ელჩის სელიმ ენელის აზრით, უახლოეს დროში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.

"თურქეთს სურს, რომ ქვეყანა ევროკავშირში 2023 წლისთვის შევიდეს. მიმდინარე წელს თურქეთის რესპუბლიკას 100 წელი უსრულდება. ჩემი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობა საზეიმო გვირგვინი იქნებოდა", – განაცხადა ენელმა გერმანული გამოცემა Die Welt - თვის მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში შესასვლელად თურქეთმა 72 პირობა უნდა შეასრულოს - რომელთა უმეტესობა საკონონმდებლო ცვლილებებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებთან საიმიგრაციო გარიგებამ ანკარას სავიზო რეჟიმის მოსალოდნელი გაუქმება ვერ მოუტანა.

მეტწილად, ამის მიზეზად, ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე თურქეთის უარი იქცა. გარდა ამისა, ევროკავშირმა და აშშ-მა, თურქეთის ხელისუფლების მიერ სამხედრო გადატრიალების შემდგ განხორციელებული "წმენდები" დაგმეს.

 

Print