მსოფლიო
აფეთქება თურქეთში: 11 დაღუპული, 78 დაშავებული
თურქეთში, ქალაქ ჯიზრეს პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 11- მდე გაიზარდა, დაშავებულია - 78 ადამიანი.

"ბი ბი სი" - ს ცნობით, დანაღმული ავტომობილი, დღეს დილის საათებში, პოლიციის განყოფილების გამშვები პუნქტიდან 50 მეტრში აფეთქდა.
შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოინგრა. 

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა დაღუპული სამართალდამცველია. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების უკან თურქეთში აკრძალული "ქურთისტანის მუშათა პარტია" დგას.

Print