მსოფლიო
რუსეთ - თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგება
რუსეთის პრემიერ - მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა დადგენილებას რუსეთსა და თურქეთს შორის ჩარტერული რეისების აკრძალვის გაუქმების შესახებ. დოკუმენტის პროექტი მთავრობას განსახილველად რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ წარუდგინა.

პირველი ჩარტერული რეისი, რომლითაც რუსი ტურისტები თურქეთში გაემგზავრებიან, 2 სექტემბერს დაინიშნა. ამის შესახებ რუსეთის ტურ-ოპერატორების ასოციაციის ვებ-გვერდი ავრცელებს ინფორმაციას.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 2015 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დიაძაბა, რაც თურქეთის საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
რუსეთმა თურქულ საქონელსა და მომსახურებაზე შეზღუდვები დააწესა. ასევე, თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა.

სიტუაცია აგვისტოში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და ვლადიმირ პუტინმა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

Print