მსოფლიო
რუსეთის დუმის არჩევნებში „ერთიანი რუსეთი" ლიდერობს
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 90,01% დაამუშავა. წინასწარი შედეგების მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ხმათა 54,2%-ით პირველ ადგილზეა  "ერთიანი რუსეთი". 

"კომუნისტურ პარტიას", ამ დროისათვის, ხმათა 13,54% აქვს. "ლიბერალურ - დემოკრატიული პარტიას" - 13,28%. მეოთხე ადგილს "სამართლიანი რუსეთი" იკავებს, წინასწარი მონაცემებით, პარტიამ ხმათა 6,19% მიიღო. სახელმწიფო დუმის არჩევნები შერეული სისტემით იმართება.

225 დეპუტატს პარტიული სიებით ირჩევენ, 225-ს კი - ერთმანდატიან ოლქებში.

Print