მსოფლიო
ბობ დილანი - ნობელის პრემიის ლაურეატი
პოეტს და მუსიკოსს დილანს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ,,ამერიკული სიმღერის ტრადიციაში ახალი პოეტური ენის დამკვიდრებისთვის”გადაეცა. ბობ დილანის დისკოგრაფია 35 ალბომს ითვლის. მისი სიმღერები „Blowin' in the Wind“ და „The Times They are A-Changin'“ აშშ-ში ანტისაომარი და სამოქალაქო მოძრაობის არაოფიციალურ ჰიმნებია. ბობ დილანი პრემია „გრემის" შვიდგზის ლაურეატია. მისი ხუთი სიმღერა როკენროლის დიდების დარბაზში იკავებს ადგილს. სიმღერამ „Things Have Changed“, რომელიც ფილმისთვის „ვუნდერკინდები“ დაიწერა, „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“ მიიღო.

ჟურნალ „Rolling Stone“- ის მიერ 2010 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დილანი როკ-მუსიკაში „The Beatles“ - ის შემდეგ, მეორე შემსრულებლად დასახელდა. ჟურნალმა „Time“ ის მე -10 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში ჩართო.

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა.

ნობელის კომიტეტის დებულებაში აღნიშნულია, რომ "ლიტერატურა შეიძლება ეწოდოს არა მხოლოდ ბელეტრისტიკას, არამედ სხვა ნაწარმოებებსაც, რომლებიც ფორმით ან სტილით ლიტერატურულ ფასეულობას წარმოდგენენ".

Print