მსოფლიო
ტრამპმა კლინტონს დებატების წინ ნარკოტესტის გავლა შესთავაზა
აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ მან და მისმა მეტოქემ მორიგი ტელედებატების წინ ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიარონ.

"ბი ბი სი" - ს ცნობით, ნიუ- ჰემფშირში ამომრჩევლების წინ სიტყვით გამოსვლისას, მან ვარაუდი გამოთქვა, რომ კლინტონმა წინა დებატების დროს, "რაღაც პრეპარატები მიიღო, რადგან შეხვედრის დასწყისში ის ენერგიით სავსე იყო, ხოლო მის დასასრულს - მანქანამდე ძლივს მიიყვანეს".
"ჩვენ სპორტსმენებივით ვართ. მათ ხომ აიძულებენ ნარკოტესტების გავლას. მე ვფიქრობ, დებატების წინ ჩვენც უნდა შეგვამოწმონ ნარკოტიკებზე", - განაცხადა ტრამპმა.

11 სექტემბრის ტრაგედიის სამგლოვიარო ცერემონიაზე ჰილარი კლინტონმა თავი ცუდად იგრძნო. მან ღონისძიება დაგეგმილზე ადრე დატოვა და მანქანამდე დაცვის წევრის დახმარებით მივიდა. კლინტონის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა მაშინ განაცხადა, რომ "პრეზიდენტობის კანდიდათი მზეზე გადახურდა და ქალიშვილის ბინაში გაემგზავრა დასასვენებლად". მოგვიანებით, კლინტონის პირადმა ექიმმა ლიზა ბარდეკმა განმარტა, რომ ყოფილ სახელმწიფო მდივანს პნევმონიის დიაგნოზი დაესვა, მას ანტიბიოტიკები დაენიშნა და დატვირთული გრაფიკის შეცვლის რეკომენდაცია მიეცა.

დასკვნითი ტელედებატები აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის 19 ოქტომბერს ლას- ვეგასში გაიმართება.

Print