მსოფლიო
კანადის კარები ღიაა მიგრანტებისთვის
კანადის ხელისუფლება მზადაა მიგრანტები კვლავ მიიღოს, თუმცა მათი რაოდენობა წელიწადში 300 ათასით შემოიფარგლება. ამის შესახებ მინისტრმა მიგრაციის საკითხებში ჯონ მაკკალუმმა განაცხადა.

მისი თქმით, 2017 წელს ხელისუფლებას განზრახული აქვს ეკონომიკური მიზეზებით გადაადგილებული მიგრანტების (172,5 ათასი) უფრო დიდი რაოდენობის მიღება, ვიდრე ლტოლვილებისა. მათი რაოდენობა 40 ათასიდან 16 ათასადმე შემცირდება. ამასთან ერთად, მომავალ წელს კანადაში 84 ათასი ადამიანი შეძლებს ოჯახებს შეუერთდეს.

Print