კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
ტყაშ მაფა
დემონური ქალღვთაება ტყაშ მაფა ძალიან ჰგავს წყარიშ დიდას, მათი ურთიერთში არევა არ შეიძლება, ორივე სხვადასხვა თვისების და განსხვავებული არსებები არიან. ავ სულთა სამეფოში ოჩოკოჩის შემდეგ, მეორე ადგილი უჭირავს ტყის მეფე ქალს. ის ტანით ჩვეულებრივი ქალის ოდენაა, ფიზიკური ღონითაც რა თქმა უნდა, ოჩოკოჩს ვერ გაუტოლდება. მისთვის მთავარი დამახასიათებელი თვისება სილამაზეა.

პოპულარული აღწერით, ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როდესაც ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება. ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუაზე შეგშლის.

Print