ყიდვა გაყიდვა
იფიქრეთ ყველა მიმართულებით (R)
ახალი შესაძლებლობა ინოვაციების მოყვარულებს. Goodweb-ი ამსხვრებს ბარიერებს და უკვე აღარ არსებობს ტერიტორია, რომელსაც მონდომება და ბიზნესის კეთების სურვილი ვერ გადალახავს, რადგანაც თქვენ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ გაყიდვა ერთი ნებისმიერი წერტილიდან და გადასწვდეთ მთელს საქართველოს მომენტალურად. როგორ?! თუ გეტყვით რომ გექნებათ თქვენი საკუთარი ინტერნეტ მაღაზია, სადაც გაყიდით ყველაფერს რისი გაყიდვაც შეიძლება და ამასთან, გექნებათ 100 000 ნახვა სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე უფასოდ, დაგაინტერესებთ?! აღარ არის ფიქრის დრო, დაგვიკავშირდი და მიიღე ინტერნეტ მაღაზიის სერვისი თვეში 59 ლარად.

შექმენი შენი ვირტუალური სავიზიტო ბარათი.

როდესაც ხარ თვითდასაქმებული, როდესაც სხვასაც ასაქმებ ან უბრალოდ ცდილობ შექმნა რაიმე ღირებული, შენ აუცილებლად გჭირდება შენი სახე ინტერნეტში. Goodweb-მა დაამსხვრია კიდევ ერთი ბარიერი და უკვე ვებ გვერდის არსებობა აღარ მეტყველებს კომპანიის შეძლებულობაზე, რადგანაც ვებ გვერდის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია უკვე თვეში 19-49 ლარად და რაც მთავარია არც მას აქვს საზღვრები.

მიაწვდინე შენი ხმა ნებისმიერ ადგილას

პროდუქტის თუ მომსახურების ვირტუალურ წყაროებში განთავსება საკმაოდ დიდი და პირველი ნაბიჯია წარმატებისკენ. შემდეგმა ნაბიჯმა კი, უკვე უნდა გააცნოს მომხმარებელს მისი არსებობის შესახებ. შედეგის მისაღწევად GoodWeb-ი ტექსტურ რეკლამას გთავაზობთ, რომელსაც სერვისით სარგებლობის ფარგლებში უფასოდ გადმოგცემთ და ამით უზრუნველვყოფს თქვენს მარკეტინგულ მხარდაჭერას რეიტინგულ ბიზნესს პორტალებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, ამ შესაძლებლობით თქვენ შეძლებთ ხმა მიაწვდინოთ ყველას და ყველგან.

რა თქმა უნდა, ყველა ეს ეტაპი უნდა შესრულდეს სწორად განსაზღვრული მარკეტინგული გეგმის მიხედვით, რაშიც GoodWeb-ის მთელი გუნდი დაგეხმარებათ და შედეგიც არ დააყოვნებს. გახსოვდეთ, თქვენ თანხას იხდით არა ვებგვერდის ან ინტერნეტ მაღაზიის დამზადებაში, არამედ როგორც მათი სერვისად მიღებაში.



Print