სამართალი
"რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა საქმეზე ახალი დოკუმენტი წარადგინეს
„რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში ოქრუაშვილ-ხალვაშის შეთანხმების დოკუმენტი წარადგინეს. „ამ შეთანხმებით ირკვევა, რომ ქიბარ ხალვაშს არა თუ ზარალი მიუღია ფასის პროპორციულობის გამო და ის არ არის მსხვერპლი, არამედ ის საერთოდ არც კი ფლობდა "რუსთავი 2"-ს. მას აღიარებული აქვს ეს და შესაბამისად, შეუძლებელია მას რაიმე ზარალი მიეღო, მითუმეტეს, საერთოდ ედავა კეთილსინდისიერებაზე და გარიგების ბათილად ცნობაზე ფასის დისპროპორციულობის გამო“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.

როგორც იურისტებმა აღნიშნეს, აღნიშნული დოკუმენტი საქმის მსვლელობას მთლიანად ცვლის.


Print