გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დაკავებულია
13:44 / 17.10.2016
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი
თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე
ერთი
პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე
მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, მე-19/109 მუხლებით კი
ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს
წარედგინა. ამასთანავე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში
ამოღებული ნივთების შესახებ ინფორმაციაც გაასაჯაროვდა.
სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს:დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე, ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესი; დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები; დისტანციური პულტები; ელექტროსადენები და სხვადასხვა დეტალი; დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები; მოთეთრო ფერის ფხვნილი - ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი; 2 მოწითალო ფერის შეკვრა - ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; 1 მომწვანო ფერის შეკვრა - ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; მუყაოს 3 კოლოფი, მასში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით; „აკ-47“-ის მოდელის 1 ავტომატი მაყუჩით; „აკს-უ“-ს მოდელის 1 ავტომატი; იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა; 6 ხელყუმბარა; 16 მჭიდი; 2112 ვაზნა; ლულისქვეშა სასროლის 16 ყუმბარა; 3 ფალია და სხვა,"- განმარტეს შსს-ში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა 4 ოქტომბერს, თბილისში აფეთქდა, რის შედეგადაც რამდენიმე დაშავდა.

მასალის გამოყენების პირობები