სამართალი
გიორგი ცერცვაძის ადვოკატის თქმით, რუსეთში მას წამება ელის
უკრაინაში დაკავებული ქართველი ოფიცრის, გიორგი ცერცვაძის ადვოკატის ქსენია პროკონოვას განცხადებით, შესაძლოა, მოხერხდეს ცერცვაძის ექსტრადაციის თავიდან აცილება. მისივე თქმით, მას უკრაინაში დიდი მხარდაჭერა აქვს.

„გია არ წავა რუსეთში და დარჩება უკრაინაში, რადგან მას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. თავად აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით დევნა, რადგან ის მონაწილეობდა აგვისტოს ომში და ამჟამად იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე. იმედი აქვს, რომ უკრაინა მიიღებს მას, როგორც არა გარეშე პირს. რუსეთში მას ელის წამება. ვერ გეტყვით, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა არის ერთი საკითხი, რაც მაღელვებს მისი დაკავების მომენტიდან. ინტერპოლის ბარათზე მითითებული იყო მისი გამომგზავრების მომენტი, ის ნახა ქართულმა სასაზღვრო სამსახურმა. მიკვირს, რატომ არ დააკავეს ქართული პროცედურებით,“ - აღნიშნა ქსენია პროკონოვამ „რუსთავი 2“-თან.

კიევის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. დღეს გახდება ცნობილი, როდის იმსჯელებს მის საქმეზე კიევის სააპელაციო სასამართლო.

Print