სამართალი
2016 წელს მსჯავრი 15 461 პირს დაედო
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს სასამართლოებმა სულ 14 848 საქმე განიხილეს, რომელზეც მსჯავრი 15 461 პირს დაედო. არსებითად განხილულ 5 549 საქმეზე კი 227 პირი სრულად, გამართლდა, 127 კი ნაწილობრივ გამრთლდა, ხოლო საქმის წარმოება 156 ადამიანის მიმართ შეწყდა.

გასულ წელს სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 3082 პირს შეეფარდა
. სასამართლოებმა 10 598 აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა განიხილეს.

ამავე მონაცემების თანახმად, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უარი ეთქვა 309 პირს, გირაო კი 6 419 ადამიანს შეეფარდა, მათ შორის გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით 2034 პირს.



Print