მოქალაქე ჟურნალისტები
ლამპრობის დღესასწაული სვანეთში (ფოტო)
ლამპრობის დღესასწაულს სვანეთში ადრე გაზაფხულზე აღნიშნავენ. ზემო სვანეთში მას ,,სვიმონობასაც’’ უწოდებენ, სვიმონ უფლისმოქმედის სახელის მიხედვით.  წელს დღესასწაული 14 თებერვალს აღინიშნეს.



ტრადიციულად სვიმონობაზე იკრიბებოდნენ მასთან, ვინც დღესასწაულს იხდიდა და რიგით თემის მასპინძლობა უწევდა, მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული „ლამპრული“.



"ლამპრო­ბის" ტრა­დი­ცი­ას სხვა­დას­ხვა სიმ­ბო­ლოს უკავ­ში­რე­ბენ. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თქმუ­ლე­ბით, ის სვა­ნეთ­ში მე­ომ­რე­ბის რი­ცხვის და­სად­გე­ნად ტარ­დე­ბო­და. ან­თე­ბუ­ლი ლამპრე­ბის მი­ხედ­ვით ად­გენ­დნენ, რამ­დე­ნი მე­ომ­რის გა­მოყ­ვა­ნა შე­ეძ­ლოთ სვა­ნებს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. 



ავტორი:
ნინი კახბერიძე



Print