რეგიონი
ასლან კობახია: აფხაზეთის ტერიტორიაზე ტვირთი იმოძრავებს აფხაზეთის კანონმდებლობის ფარგლებში
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის ყოფილმა უფროსმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ასლან კობახიამ „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „სატრანზიტო ტვირთები აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე გადაადგილდება და მომავალშიც იმოძრავებს მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის საფუძველზე“.

„ნებისმიერი სატრანზიტო მოძრაობა მომგებიანია აფხაზეთისთვის. ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ გვაიძულებს რამეს ისეთს, რაც ჩვენ არ გვსურს.2011 წელს, როდესაც საქართველომ და რუსეთმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას ტვირთბრუნვის მონიტორინგის თაობაზე, იყო გარკვეული შიშები, თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ
ამის საფუძველი არ არსებობს, გამომდინარე რუსეთის მიერ დაფიქსირებული პოზიციიდან.აფხაზეთი სატრანზიტო ქვეყანაა, რუსეთი კი - დიდი დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა, მაშინ, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთის ტერიტორიას, აქ იმოქმედებს მხოლოდ დამოუკიდებელი აფხაზეთის კანონები“, - განაცხადა კობახიამ.

მისი თქმით, რა იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, ვინ იდგება რუსეთის საზღვართან და რა პროცედურების გაივლის ესა თუ ის ტვირთი რუსეთში, სოხუმის საქმე არაა, ასევე, კობახიას თქმით, მათ არ ეხება, „თუ ვინ და როგორ იმუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე. აფხაზეთის ტერიტორიაზე ტვირთი იმოძრავებს აფხაზეთის კანონმდებლობის ფარგლებში. ეს არის საკითხი, რომელზეც კომპრომისი არ იქნება“.

„ჩვენ და საქართველო ვართ დედამიწის ძალიან საინტერესო კუთხეში. ქართველებმა უნდა გაიგონ, რომ არ არსებობს მუდმივი ომები. არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, რომელიც თავად გააკონტროლებს ტვირთებს თავის ტერიტორიაზე.ნებისმიერი ტვირთი, რომელიც ტრანზიტით გაივლის აფხაზეთს, გაივლის აფხაზეთის საბაჟო კონტროლს და გადაიხდის დადგენილ თანხას აფხაზეთის ბიუჯეტში“, - განმარტავს ის.

მანამდე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა ბოლო დროს გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება.მისი განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მცდარია, მას მიზანმიმართულად ავრცელებს რუსული მედია. 

უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების დეტალები, რომელიც ითვალისწინებს კერძო შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებასთან.
Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / მარტი 2019
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ლავრენტი ქირიას, რომელიც ზუგდიდის მეექვსე სკოლასთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში ავტორად არის მითითებული,
25 / მარტი 2019
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია „ქართული ოცნების“ მიერ მერობის კანდიდატად გიორგი შენგელიას დასახელებას გამოეხმაურა. მისი თქმით,
25 / მარტი 2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადებით, მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რომ მან თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება შეძლოს.
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა: მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში
სოციალურმა კაფემ "MegoBar" ბუბა სორდიას პერფორმანსს - "აკუსტიკური დაპირებები" უმასპინძლა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მომღერალმა თემატურად შერჩეული სიმღერები შეასრულა
29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.