სპორტი
ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ მატჩს დღეს გამართავენ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ მატჩს დღეს გამართავს. ქართველი ფეხბურთელები ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ. "დინამო არენაზე" თამაში 20.00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ქართველი ფეხბურთელები სტადიონზე დღეს ახალი ფორმით გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ გუშინ პრესკონფერენცია გამართა. "იწყება ახალი ციკლი. ამისთვის ნაკრები ორი კვირა ემზადებოდა. გვჯერა, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან მოედანზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის", - აღნიშნა ქეცბაიამ. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, "რამდენს გავიტანთ ან რამდენს გავუშვებთ, მთავარია, შედეგს მივაღწიოთ". "გვინდა, ყველა თამაში მოვიგოთ და ალბათ ყველას სურს ეს, ვინც ჯგუფში გვყავს. მნიშვნელოვანია კარგად დავიწყოთ და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მთავარია, პირველი შეხვედრა არ წავაგოთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ რაც ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებთ. რომ გითხრათ, თავიდანვე შეტევაში გადავალთ და სულ თავდასხმაში ვითამაშებთ, მოგატყუებთ, მარტო ჩვენ ხომ არ ვთამაშობთ, მეტოქე ძლიერი გვეყოლება, ამიტომ რისი შესაძლებლობაც გვაქვს, იმის მიხედვით ავაწყობთ თამაშს. ყველა თამაში ერთგვარია ბრძოლაა და ვინც მოიგებს ამ ბრძოლას, ის თამაშსაც მოიგებს", - აღნიშნა თემურ ქეცბაიამ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, ნაკრებში 24 ფეხურთელია შეყვანილი: მეკარეები: გიორგი ლორია ("ოფი", საბერძნეთი), როინ კვასხვაძე ("ოთელოსი", კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი("დინამო" თბილისი), მაქსიმე ქვილითაია ("ჩიხურა" საჩხერე) მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), აკაკი ხუბუტია ("ჰაპოელი", ფეთაჰ-თიკვა, ისრაელი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), გია გრიგალავა ("ანჟი", რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი ("ბოლუსპორი", თურქეთი), თემურ ღონღაძე ("ჩიხურა", საჩხერე) ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("უფა", რუსეთი), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა) ლევან ხმალაძე ( "ოთელოსი", კვიპროსი), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), დავით თარგამაძე ("ილიჩევეცი", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი) ავთო ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია), გრიგოლ დოლიძე ("სამტრედია"), ირაკლი ძარია
Print