სპორტი
ქართველი მესაზღვრეები კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

პრაღაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ფედერაციის გუნდის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

Print