სპორტი
BBC–ის ცნობით ჯერარდი „ლოს–ანჯელეს გალაქსიში“ გადადის
“ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი მიმდინარე კვირაში კონტრაქტს „ლოს–ანჯელეს გალაქსისთან“ გააფორმებს, იტყობინება BBC. შეთანხმება ძალაში ივნისში შევა და ის წელიწადნახევრის განმავლობაში იმოქმედებს. ჯერარდის ანაზღაურება წლიურად 4 მილიონი ფუნტი იქნება. ავღნიშნავთ, რომ „ლოს–ანჯელეს გალაქსის“ რიგებში ამ დროისათვის რობი კინი თამაშობს, რომელიც „ლივერპულში“ 2008/09 წლებში გამოდიოდა.
Print