სპორტი
ქართველი სპორტსმენი პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი სპორტსმენი, ზვიად გოგოჭური პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. ჩემპიონის ტიტული ძიუდოისტმა 90 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

გოგოჭურმა ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან გაიმარჯვა. მან იპონით იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც მეტოქედ ამერიკელი დარტანიონ კროკეტი ჰყავდა.


Print