სპორტი
"ზუგდიდი" საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას ითხოვს (ვიდეო)
ზუგდიდის "ზუგდიდის" ფეხბურთელები გულშემატკივრებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ზედა ეწერის სტადიონზე იმყოფებოდნენ.

ისინი აპროტესტებენ ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახადაც მინდვრის საფარი არ შეესაბამება უმაღლესი ლიგის სტანდარტებს.

კლუბში აცხადებენ, რომ სტადიონი მოთხოვნებს შეესაბამება, აქ თამაში შესაძლებელია, მით უფრო, რომ აქამდე უმაღლესი ლიგის თამაშები დაუბრკოლებლად ტარდებოდა და აქამდე პრეტენზია არავის გამოუთქვამს.

"ჩვენ ვითხოვთ, ფედერაციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, შეამოწმონ ჩვენი მინდორი, რომელიც კარგ მდგომარეობაშია და ხვალინდელი თამაში ბოლნისის "სიონთან" ჩვენს სტადიონზე ვითამაშოთ", - განმარტა ფეხბურთელმა გიგა ბეჭვაიამ.

ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და კლუბის გულშემატკივრები კი პირად ინტერესებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ფეხბურთის ფედერაციას უნდა "ზუგდიდი" დაასუსტოს გასვლითი შეხვედრებით და უმაღლესი ლიგიდან გააგდოს.

რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, "ზუგდიდს" საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ლევან გულორდავამ რადიო "ათინათს" განუცხადა, თუკი ფედერაცია პოზიციას არ შეცვლის, კლუბი შიდა მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს.

ამავე თემაზე:

"ზუგდიდი" საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას ითხოვს (ვიდეო)

პრინციპულ მატჩში პრინციპული უარი?! - "ზუგდიდი" ფედერაციას პასუხობს

Print