სპორტი
ზუგდიდში, პროკურატურის ორგანიზებით, სპორტული შეჯიბრი გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, მინი ფეხბურთი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ზუგდიდის №1, №3, კახათის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პროკურატურის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს.

ფინალის შემდეგ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელიც პროკურატურის თასით დაჯილდოვდა. საპრიზო ადგილის მფლობელებს - მედლები, შეჯიბრის ყველა მონაწილეს კი სიგელები გადაეცა.

"სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის, ვფიქრობთ გავაფართოვოთ ჩვენი არეალი, მოვიცვათ მთელი სამეგრელო რეგიონი. ვფიქრობთ, შემდეგი მსვლელობა იყოს შეჯიბრი ბოულინგში, რომელშიც დღევანდელ გამარჯვებულთან და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად მოვიწვევთ ჟურნალისტებსა და სამართალდამცავ ორგანოებს", - განაცხადა ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ.

ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სამართლადამცავი ორგანოებისადმი ნდობის ამაღლებაა.

Print