სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა
ნოემბრის ტესტებზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. პირველი ტაიმი ”ბორჯღალოსნების” გამარჯვებით (12:8) დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ქართველი მორაგბეები 10:20 დამარცხდნენ. ქართველი მორაგბეებიდან ლელო ვიტო კოლელიშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და ბექა ბიწაძემ დადეს, დანარჩენი ქულები კი 2 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფი საქართველო გამარჯვების შემთხვევაში მეათე ადგილზე გადადიოდა.

”ბორჯღალოსნები” შემდეგ ტესტ-მატჩს "სამოას" წინააღდმდეგ 19 ნოემბერს თბილისში გამართავენ. 26-ში კი სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.
Print