სპორტი
ზუგდიდის "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგას გამოეთიშა
20 ნოემბერს, უმაღლესი ლიგის XIII ტურის მატჩი გაიმართა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, "საბურთალომ" "ზუგდიდს" უმასპინძლა. თამაში "საბურთალოს" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1, დასრულდა.

უმაღლესი ლიგის ბოლო შეხვედრას "ზუგდიდი" "სამტრედიასთან" ჩაატარებს. როგორც რადიო "ათინათს" კლუბში აცნობეს, მატჩი ფორმალური ხასიათიაა და მის შედეგს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან "ზუგდიდს" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ქულები არ ჰყოფნის.


Print