ზუგდიდელი მოჭადრაკეების წარმატება ეროვნულ ჩემპიონატზე
10:46 / 13.02.2017
საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში ზუგდიდელი მოჭადრაკეებისთვის
წარმატებით დასრულდა. ტურნირში მონაწილეობა ზუგდიდის "სპორტის
განვითარების ცენტრთან" არსებულმა სასპორტო საჭადრაკო სკოლამ მიიღო.
გუნდურ ჩათვლაში სამეგრელო თბილისის შემდეგ მეორე ადგილზე
გავიდა.
9 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებში საქართველოს ჩემპიონი ნიკოლოზ შამათავა გახდა, ხოლო 13 წლამდელთა შორის მესამე ადგილი გიორგი ნაყოფიამ დაიკავა.
მათ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვეს, რომელიც რუმინეთის ქალაქ იასიში 21 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ჩატარდება.
ტურნირი 31 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა. გამარჯვებულები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვა.

მასალის გამოყენების პირობები