სპორტი
ს.კ. „ზუგდიდი“ კვლავ მუნიციპალურ საკუთრებაშია (ვიდეო)
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 100 %-იანი წილის მფლობელი ზუგდიდის ორივე მუნიციპალიტეტია. ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ განაცხადა. კლუბის წილები მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ქალაქ მერიას შორის თანაბრად, 50-50 %-ად გადანაწილდა.

„მუნიციპალიტეტის გამგეობა კლუბს ახლო მომავალში 250 000 ლარს დაურიცხავს“, - განაცხადა ნანავამ.

ცნობისთვის, 2016 წლის აგვისტოში აუქციონის წესით ს.კ. „ზუგდიდი“-ს 51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები გახდნენ, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, უცხოელმა ინვესტორებმა კლუბი დატოვეს. იმ დროისთვის „ზუგდიდის“ 49%-ს ქალაქის მერია ფლობდა.

ამავე თემაზე:

კლუბ "ზუგდიდის" 51 % უკრაინელმა ინვესტორმა იყიდა
Print