სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 29:9 დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, რუსეთის ნაკრები ანგარიშით 29:9 დაამარცხა. პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების წაგებით დასრულდა, თუმცა თამაშის მეორე ნახევარი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა.



დღევანდელი მატჩის ჩათვლით საქართველო რუსეთს რაგბიში 22-ჯერ დაუპირისპირდა, აქედან 20  მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა.

"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგ შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.
Print