სპორტი
ხობელი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ნუგზარ წურწუმიამ (55 კილოგრამ წონითი კატეგორია) წარმატებას მიაღწია. ხობელმა ფალავანმა ფინალურ შეხვედრაში, რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი კაბალოევი 3:2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.


Print