კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 95-მდე პირი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 95-მდე პირი იმყოფება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის "საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელმა უთხრა.

ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ზუგდიდში 20 ადამიანი იმყოფება, აბაშაში - 6, წალენჯიხაში - 14, ხობში - 8, სენაკში - 13, მარტვილში - 8, ჩხოროწყუში - 6, ფოთში- 17 და მესტიაში 1 პირი. ამავე ცნობით, საკარანტინო ზონაში 7 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, ერთი იძულებით გადაიყვანეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 35 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

Print