კორონავირუსი
ზუგდიდის მერი: მოსახლეობას სურსათის გარეშე დარჩენის საფრთხე არ ემუქრება
ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, ქალაქში სურსათის საკმარისი მარაგი არსებობს და მოსახელობას პანიკის საფუძველი არა აქვს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ზუგდიდში ქსელური და ცენტრალური მარკეტის წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან სურსათის მარაგთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო. მისი თქმით, არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ მოსახლეობა სურსათის გარეშე დარჩეს.

„მინდა, რომ დავამშვიდო ჩემი თანამოქალაქეები, პანიკის საფუძველი არ არსებობს. მცირეოდენი ფასების ზრდა გამოწვეულია ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებებით და ეს არ არის კავშირში კორონავირუსთან... ნებისმიერი პროდუქცია, რომელზე ადგილობრივ ბაზარზე არის მოთხოვნა, მისი შევსება მალევე ხდება.  არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ სურსათის გარეშე დარჩეს ჩვენი მოსახლეობა. მდგომარეობა არის სტაბილური და გართულებებს არ ველოდებით“, - ამბობს მერი.

მან ასევე მოქალქეებს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა, რასაც მთავრობა ავრცელებს


Print