კორონავირუსი
მესტიაში ორი საკარანტინო სივრცე მოეწყო
მესტიაში კულტურის ცენტრსა და მულახის სპორტ სკოლაში საკარანტინო სივრცე მოეწყო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანიმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, შენობები სათანადოდ ადაპტირებულია და  აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. მერი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ზონაში 56 ადამიანის მიღებას შეძლებენ.  ამ ეტაპზე იქ ერთი ადამიანი იმყოფება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს მალე დატოვებს.

„ორი სივრცე გვქვს მოწყობილი. კიდევ შეგვიძლია სხვა ადგილების მოძიება, მაგრამ ამის საჭიროება ჯერ არ არსებობს. საკარანტინო ზონების მოწყობას მოსახლეობა გაგებით შეხვდა და არავის არ ჰქონია პრეტენზია ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ერთი ტურისტი გვყავს, დროებით, რომელიც მალე დატოვებს ქვეყანას“, - ამბობს მერი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული.
Print