კორონავირუსი
ზუგდიდში თვითიზოლაციაში 25 პირი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე ამ დროის მონაცემებით თვითიზოლაციაში 125 პირი იმყოფება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“  ხელმძღვანელმა უთხრა. ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ზუგდიდში - 25, ხობში - 16, სენაკში - 26, აბაშაში - 7, მარტვილში - 8, ჩხოროწყუში - 9, წალენჯიხაში - 16, ფოთში - 17, ხოლო მესტიაში - 1 პირი იმყოფება.

ამავე ცნობით, პაციენტებს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ.

სამეგრელოდან საკარანტინო ზონაში სულ 9 პირი გადაყვანეს, აქედან ერთი იძულების წესით, ხოლო დანარჩენი შესაბამისი პირობების არქონის გამო.


ამავე თემაზე:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა

Print