რეგიონი
თვითმხილველი: დარწმუნებული ვართ, რომ ირაკლი კვარაცხელია რუს სამხედროებს ცემაში შემოაკვდათ
თვითმხილველი, რომელიც აფხაზეთში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას დაკავებას შეესწრო, ამბობს, რომ კვარაცხელიასა და რუს ე.წ. მესაზღვრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მისი ინფორმაციით, ის ნაბაკევში მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა უნდოდა.

„ნაბაკევის შუაგულში, სადაც მე ვცხოვრობ, დაკავების პროცესი ვნახე. დავინახე, როგორ მოვიდა მანქანა, ჩასვეს და წაიყვანეს. ნასვამიც იყო და დაკავების დროსაც იყო სიტყვიერი შელაპარაკება. მერე, ალბათ, იქაც გაგრძელდა და რაც მოხდა, ყველამ ვიცით. მერე ცუდად გამხდარა, საავადმყოფოდან ექთნები მიუყვანიათ. აქ ყველა დარწმუნებულია, რომ ცემაში შემოაკვდათ.  რუსების მხრიდან ხშირად არის არის ფიზიკური ძალადობა, ძალიან ხშირად სცემენ, მით უმეტეს, დაკავებულებს “, -უთხრა რადიო "ათინათს" თვითმხილველმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა.

ამავე თემაზე:

EUNM გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

ქობალია: რუსების წარმომადგენლები ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვას აჩიგვარაში ითხოვენ

ციხელაშვილი: ვმუშაობთ, რომ კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე ობიექტური გარემოებები დადგინდეს
Print