სანდრა რულოვსის ჩაწერისას მომხდარ ინციდენტში მონაწილეს პატიმრობა შეეფარდა, გიორგი ვაშაძე: ტყუილია, რომ რამე კვლევა არსებობს, რომლის მიხედვითაც შენგელია იგებს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისნინეთ მთავარ გამოშვებაში.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, კერძო პარტნიორის შერჩევისთვის წინადადებების დაზუსტების ეტაპი მიმდინარეობს და ქართულ მხარეს ინტენსიური დიალოგი აქვს ორივე პრეტენდენტთან.
რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინს ხმა 38 945-მა ადამიანმა მისცა. რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების თითქმის 94% მიიღო. 2018 წელთან შედარებით პუტინისთვის მიცემული ხმების რაოდენობა 482-ით შემცირდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები