ახალი ამბები
აქცია "სირცხვილიას" მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან ცხვრები მიიყვანეს
აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელთან პროტესტის ნიშნად ცხვრები მიიყვანეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ.

„ცხვრების ნაწილი შიგნითაა, ნაწილი გარეთ. მხოლოდ ცხვრებს შეუძლიათ მიიღონ ბრძანება, ხელი დააჭირონ ღილაკს. მხოლოდ ცხვრები არიან ეგეთი ცხოველები,“ - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

პარლამენტის წინ ერთმანეთს დეპუტატი ემზარ კვიციანი და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. მათ შორის ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კვიციანი მომიტინგეებთან მივიდა. დეპუტატი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.

დღეს საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას უყრის კენჭს.


ფოტო: on.ge
Print