ტურისტების გარეშე დარჩენილი კურორტი სქური (ვიდეო)
კურორტი სქური, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იყო ცნობილი ამავე სახელწოდების სამკურნალოს წყლით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდიდან 27 კილომეტრში მდებარეობს.

წლების მანძილზე უმოქმედო კურორტის აღდგენა კერძო ინვესტორებმა 2012 წელს სცადეს, აშენდა ახალი სასტუმრო და მიმდებარედ მოეწყო ინფრასტრუქტურა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. დღესდღეობით იქ ტურისტები არ ჩადიან. ადგილობრივების თქმით, დამსვენებლების მოსაზიდად, პირველ რიგში გზებია მოსაწესრიგებელი.

,,ადრე დამსვენებლებს არ ვუჩიოდით, მახსოვს უამრავი ტურისტი ჩამოდიოდა, ოჯახებშიც ადგილი არ იყო და ამით ვირჩენდით თავს, ეხლა აქ არაფერი არ მუშაობს“, - ამბობს სქურის მკვიდრი თამაზ შენგელია.

სქურის მცხოვრებლები თვლიან, რომ ზღვის დონიდან 450-500 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კურორტს დიდი ტურისტული პოტნციალი აქვს. გარდა სამკურნალო წყლისა აქ არის ბუნების და კულტურული ძეგლები, მათ შორის - მამათა მონასტერი და I-III საუკუნეებით დათარიღებული “თეთრი ციხე”.


ავტორები:
მარიამ შეროზია
სალომე აბრალავა
Print