განათლების მინისტრი კერზაიას საქმეზე: მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას საქმეზე, გამოძიების დაწყება მნიშვნელოვანია, რათა სწრაფად გაეცეს პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი სისტემისთვის.

„როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით,  გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ბრალდებით მიმდინარეობს.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა.

ამავე თემაზე: 

პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება დაიწყო

ბაჩანა შენგელია გამოძიების დაწყებაზე: ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა
Print