გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 3 წელი გავიდა
ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს, 19 მაისს, სამი წელი გავიდა.

საქართველოს მოქალაქე ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ კი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

ამავე თემაზე:

გიგა ოთხოზორიას ოჯახი ფიქრობს, რომ რუსეთი კითხვებზე პასუხს თავს აარიდებს


Print