რა არის DCFTA - შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ეკომონომიკის მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს DCFTA-ს ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები გააცნეს. ამასთან, მთავრობის წარმომადგენლებმა შეკრებილებს DCFTA-ის გამოწვევებისა და პერსპექტივების, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხების შესახებ ესაუბრნენ.

შეხვედრაზე მეწარმეებმა შეკითხვებიც დასვეს, მათ შორის, თხილის მოსავლის კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც. აბაშის რაიონის სოფელ მარანის მკვიდრის მარიკა კანეიშვილის თქმით, თხილის მოსავლის 90 % განადგურებულია, გარდა ამისა, მისივე შეფასებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა დაგვიანებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, რომ ისინი ამერიკელ მეცნიერებზე დაყრდნობით მუშაობდნენ და წელს მიღებული გამოცდილება მომავალში შესაბამისი მეთოდების დანერგვასა და ეფექტურად გამოყენებაში დაეხმარებათ.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ევროპული პროექტის - „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმართა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.